ფეხბურთი

20:37 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "კვარაცხელიას თამაშის წაკითხვა მეტოქეებისთვის ძნელია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Sky Sport-თან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კვარას თამაშის წაკითხვა მეტოქეებისთვის ადვილი არაა.

„პაუზის ეს პერიოდი კვარასაც გამოადგა, რადგან ისევ ხელმისაწვდომია, მომზადებული თავისი უნარებით და ხარისხით. მისი ძლიერი მხარეა, როცა მეტოქეს ერთი-ერთზე ეთამაშება, როცა კარში ურტყამს. თამაშს კარგად გრძნობს, რაც მეტოქეებისთვის არც ისე ადვილად წასაკითხია“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დღეს ამხანაგურ მატჩს ესპანურ „ვილიარეალთან“ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11539