ფეხბურთი

19:00 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრებში პრობლემები მოგვარდა - გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

საფრანგეთის ნაკრებში გავრცელებული ,,აქლემის ვირუსის" ეპიდემიისა და ტრავმების მიუხედავად, შაბათის სავარჯიშო სესიაში ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.



პარასკევის ვარჯიშზე რაფაელ ვარანს, იბრაჰიმა კონატეს, კინგსლი კომანს, ორელიენ ჩუამენის და ტეო ერნანდესს არ უვარჯიშიათ, თუმცა ფრანგული L'Equipe-ს ინფორმაციით, დღევანდელი ვარჯიშისთვის ლურჯების შემადგენლობაში პრობლემები მოგვარდა და ყველა მათგანმა მოახერხა სესიაში მონაწილეობის მიღება.

ვირუსით დაავადებული, კომანი, კონატე და ვარანი იყვნენ, ტეო ერნანდესს მუხლის, ორელიენ ჩუამენის კი თეძოს დაზიანებები ჰქონდათ, რის გამოც ვარჯიშის გამოტოვება მოუწიათ და ივარაუდებოდა, რომ ეს ფეხბურთელები ფინალში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებდნენ.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს, 19:00 საათზე ,,ლუსაილ სთეიდიუმზე" გაიმართება და მასში ერთმანეთს საფრანგეთი და არგენტინა დაუპირისპირდებიან.


0.105693