ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ფრანგი ფეხბურთელი, კრისტოფერ ნკუნკუ 2023 წელს ,,ჩელსის" შეუერთდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონურ კლუბს ნკუნკუს შესაძენად 60 მილიონ ევროსთან ერთად, დამატებით 10 მილიონის გადახდა მოუწია, რათა ტრანსფერი ნაადრევად განეხორციელებინა. მოთამაშესა და გუნდს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია, თავად ნკუნკუმ კი სამედიცინო შემოწმება ჯერ კიდევ სექტემბერში გაიარა.
კრისტოფერ ნკუნკუ ,,ლაიფციგს" 2019 წელს ,,პსჟ"-დან 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. გერმანული გუნდის შემადგენლობაში 25 წლის ფეხბურთელმა 159 მატჩი ჩაატარა, 64 გოლი გაიტანა და 51 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ნკუნკუ მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაშიც იყო გამოძახებული, თუმცა ტურნირის დაწყების წინ მან ტრავმა მიიღო და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების გუნდს გამოაკლდა.