„მილუოკი ბაქსს“ სანდრო მამუკელაშვილი ისევ „ვისკონსინ ჰერდსა“ და G ლიგაში ჰყავს განათხოვრებული, სადაც ქართველს შესანიშნავი თამაში ჰქონდა.
„ვისკონსინი“ „ფორტ ვეინთან“ 114:128 დამარცხდა, მაგრამ სანდრო ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. მან 32 წუთში 26 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
ქართველმა კალათბურთელმა 15-დან 11 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო (საჯარიმოები ამ ლიგაში 2-ქულიანია), 5 სამქულიანი კი ააცილა.
„ვისკონსინ ჰერდი“ 6 მოგებით და 10 წაგებით ცენტრალურ დივიზიონში მე-6 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 1 იანვარს, „გრანდ რაპიდს გოლდს“ შეხვდება.