საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ლაშა ტალახაძის მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, რომ ქართველმა ძალოსანმა უახლოეს მდევარ, გორ მინასიანს 4 კგ-ზე მეტით ვერ აჯობა.
„დღეს მე გიხდით ბოდიშს. სულ სხვანაირად გვინდოდა რომ ყოფილიყო და იქნება კიდევაც. იმ ტრავმამ, რომელიც ადრე მიიღო, მაინც დაღი დაასვა. მთელ საქართველოს გპირდებით, რომ მომავალში უფრო დიდ შედეგებს აჩვენებს“, - თქვა ასანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ ატაცი 215, აკვრა 251, ხოლო ორჭიდი 466 კგ-ით მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მეექვსედ გახდა.