კანადელმა მოცურავე მეგი მაკნილმა, მოკლე აუზში 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში, მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც მასვე ეკუთვნოდა. რეკორდთან ერთად, მან მელბურნში მიმდინარე მოკლე აუზის მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედალიც მოიპოვა.
მაკნილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე, 100 მეტრზე ბატერფლაიში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. მელბურნში მან 50 მეტრი 25.25 წამში გაცურა და თავისი რეკორდი 0.02 წამით გააუმჯობესა. წინა რეკორდი მას მოკლე აუზების აბუ დაბის მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს დამყარებული.
მაკნილმა უკან მოიტოვა ამერიკელი კლერ კურზანი და ავსტრალიელი მოლი ო’კალახანი, რომლებიც შესაბამისად, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
მელბურნი მოკლე აუზის მსოფლიო ჩემპიონატს, რუსეთის ყაზანის ნაცვლად მასპინძლობს. რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება, უკრაინაში შეჭრის გამო ჩამოართვეს.