საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ საკადრო პრობლემები იზრდება. დღევანდელი ვარჯიში ოთხმა ფეხბურთელმა გამოტოვა.
„აქლემის ვირუსის“ გამო საწვრთნელ პროცესში რაფაელ ვარანმა და იბრაჰიმა კონატემ ვერ მიიღეს მონაწილეობა, ხოლო ტეო ერნანდესმა და ორელინ ჩუამენმა ტრავმების გამო.
„მილანის“ მცველს მუხლის დაზიანება აღენიშნება, „რეალის“ ნახევარმცველს კი - ბარძაყის. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, რამდენად საგანგაშოა მათი ტრავმები.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს ბოლო დღეებში „აქლემის ვირუსის“ გამო ადრიენ რაბიო, დაიო უპამეკანო და კინგსლი კომანიც გამოაკლდნენ.