ფეხბურთი

20:27 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზლატკო დალიჩი: "ეს თამაში პატარა სამყაროს გრანდიოზული ფინალია"

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მაროკოს ნაკრებთან მატჩის წინ ისაუბრა და როგორც თქვა, ეს ორივე გუნდისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი თამაშია.

„მაროკოს მაქსიმალურად პატივს ვცემთ, ერთ-ერთი სიურპრიზია და როგორც ჩვენც, ისინი საუკეთესო შემადგენლობით ითამაშებენ, რადგან მესამე ადგილი მათთვისაც მნიშვნელოვანია. ეს არის დიდი ფინალი, ბრძოლა მედლისთვის. ნახევარფინალი ორივე გუნდისთვის მაქსიმუმი იყო, ამიტომ, შეიძლება ითქვას, პატარა სამყაროს გრანდიოზული ფინალია.

1998 წელს ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო, ის ბრინჯაოს მედალი ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, იმედი მაქვს, რომ არც ეს იქნება ნაკლებად მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ წინა მუნდიალზე ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ.

ვფიქრობ, ფიფამ ძალიან გარისკა, რომ კატარელი მსაჯები დანიშნა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მატჩის შემდეგ მსაჯებზე საუბარი არ მოგვიწევს. მოდრიჩის მომავალი? ვიმედოვნებ, რომ გუნდში დარჩება, მაგრამ გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს“, - თქვა დალიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და მაროკოს მატჩი 17 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

0.115558