ავტოსპორტი

2:45 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მიკ შუმახერმა „მერსედესთან“ გააფორმა კონტრაქტი

„მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შვილთან, მიკ შუმახერთან, ვინც აქამდე „ჰაასის“ პილოტი იყო, კონტრაქტი გააფორმა. გერმანელი გუნდში სარეზერვო პილოტის როლში იქნება.

უმცროსი შუმახერი „მერსედესთან“ ერთად, მომავალი სეზონის ყველა რბოლას დაესწრება. და საჭიროების შემთხვევაში, გუნდის რომელიმე პილოტს, ლუის ჰამილტონს, ან ჯორჯ რასელს შეცვლის.

„მიკი ნიჭიერი ახალგაზრდა მრბოლია და მოხარულნი ვართ, რომ ის ჩვენს გუნდს უერთდება. ის ბევრს მუშაობს, არის მშვიდი და საქმეს მეთოდურად ასრულებს. ის სწავლობს და გაუმჯობესების უნარით გამოირჩევა. მას აქვს ფორმულა 1-ის რბოლებში მონაწილეობის ორწლიანი გამოცდილება და თუ საჭირო გახდა, დაუყოვნებლივ შეძლებს ლუისის ან ჯორჯის შეცვლას.

მიკ შუმახერმა 2020 წელს ფორმულა 2-ის ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ერთი წლით ადრე, ის „ფერარის“ ახალგაზრდა პილოტების პროგრამას შეუერთდა. ფორმულა 1-ში მისი დებიუტი 2021 წელს შედგა „ჰაასში“, რომელსაც ძრავებით „ფერარი“ ამარაგებს. გასულ სეზონში კი მარანელოელთა სარეზერვო პილოტიც იყო.

მიკს ფორმულა 1-ის 43 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მხოლოდ 12 ქულის მოპოვება შეძლო. მისი საუკეთესო შედეგი კი მეექვსე ადგილია.

0.116864