რაგბი

11:29 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

თაგ რაგბის 2022-2023 სასკოლო ლიგის გამარჯვებული წმინდა გიორგის სახელობის სკოლა გახდა

თუმცა, ჯილდო ჩემპიონატში მონაწილე 12-ვე გუნდის ყველა მოთამაშეს გადაეცა.

თაგ რაგბის 2022-2023 სასკოლო ლიგის გამარჯვებული თბილისის წმინდა გიორგის სახელობის სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ ოთაბრძოლაში 192-ე სკოლის გუნდს 11:4 სძლია; ფინალური მატჩი 15 დეკემბერს „რაგბი პლატოზე“ გაიმართა;

რაგბის სასკოლო ლიგაში მონაწილე ყველა, 12-ვე სკოლის საბავშვო გუნდის ყველა მოთამაშეს რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთები გადაეცათ, რომელიც 17 დეკემბერს „ავჭალაზე“ ‘შავ ლომსა’ და ‘თელავივ ჰითს’ შორის გაიმართება; სასკოლო რაგბის ფინალს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ და ბილეთები სასკოლო ლიგის მონაწილეებს მათ პირადად გადასცეს.

თაგ-რაგბი მსოფლიო რაგბის პროგრამაა, რომელმაც საქართველოს საჯარო სკოლებში საქართველოს მთავრობის, რაგბის კავშირის და ფონდ “ქართუს” ინიციატივით სტარტი წელს აიღო. ის 150 სკოლას მოიცავს; უკონტაქტო რაგბის საშუალებით პროგრამა მოსწავლეთა ფიზიკურ აღზრდას ემსახურება და მათ რაგბის ფასეულობებს აზიარებს;

სასკოლო ლიგა ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის პროექტია, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება და სპორტის 10 სახეობაში სასკოლო ჩემპიონატებს აერთიანებს; 2022-2023 სასწავლო წელს სასკოლო ლიგის ტურნირებში ქვეყნის მასშტაბით 350-მდე სკოლის 5 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113697