თამაშგარე

10:49 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სილვიო ბერლუსკონი მეძავების იმედადაა

დიდი მაიმუნი კაცია იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. რამეთუ კარგად უწყის პიარის ფასი და შესაძლებლობები, თავს არ ზოგავს საიმისოდ, რომ მისი მფლობელობის ქვეშ მყოფი უსახელო „მონცა“ გააპოპულარულოს და შესაბამისად ბევრი ადამიანი ალაპარაკოს მის შესახებ.

ორი დღის წინ, ერთ-ერთ სპორტულ არხთან საუბრის დროს ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ „მონცას“ ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გამონახავენ საკუთარ თავში ძალას და იტალიურ სუპერ-კლუბებს - „მილანს“ ან ტურინის „იუვენტუსს“ დაამარცხებენ.

ტურინელთა ძლევის ვნება საყოველთაოდ გასაგებია, მაგრამ ბატონ სილვიოს „მილანთან“ საკუთარი ანგარიშები აქვს. როგორც იცით, წლების მანძილზე სწორედ ბერლუსკონის უკავშირდებოდა მილანელთა აღმასვლაცა და დაცემაც. მეძავებით სავსე ავტობუსს რაც შეეხება, რომელი ახალგაზრდა ფეხბურთელი არ წამოეგება ამ ანკესზე? „ანკესი“ ეძახეთ თქვენ და...

0.121621