პორტუგალიელ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს ბოლო პერიოდში „ალ-ნასრს“ აქტიურად უკავშირებენ, რის გამოც მის შესახებ შეკითხვა საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტ მასლი ალ-მუამრს დაუსვეს.
თუმცა, მან უპასუხა, რომ არ იცის, რონალდუ ვინ არის:
„ვინ არის რონალდუ?“, - უთხრა მან ჟურნალისტს შეკითხვის შემდეგ. ჟურნალისტმა კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა: „არ იცით, ვინ არის რონალდუ?“, რაზეც „ალ-ნასრის“ პრეზიდენტმა მოკლედ უპასუხა: „არა, არ ვიცი“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ესპანური Marca „ალ-ნასრსა“ და რონალდუს შორის შეთანხმებაზე წერდა, მაგრამ მოგვიანებით ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია უარყო.