ფეხბურთი

22:22 | 15.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პორტუგალიის ნაკრებიდან ფერნანდუ სანტუში გაათავისუფლეს

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ფერნანდუ სანტუში გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

გამოცდილ სპეციალისტსა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას შორის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე იყო გაფორმებული, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკოსთან მარცხის შემდეგ, მას პოსტი დაატოვებინეს.

ჯერჯერობით, უცნობია ვინ იქნება პორტუგალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი.

ფერნანდუ სანტუში პორტუგალიას 2014 წლიდან წვრთნიდა და გუნდს 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი, 2019 წელს კი ერთა ლიგა მოაგებინა, რაც პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში ერთადერთი ტიტულებია.

0.128091