ფეხბურთი

21:42 | 15.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემს" სოფიან ამრაბატის შეძენა სურს

ლონდონის „ტოტენჰემი“ ფლორენციის „ფიორენტინასა“ და მაროკოს ნაკრების ნახევარმცველით, სოფიან ამბრატით ინტერესდება.

ინგლისური გუნდი მზადაა, 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიურ კლუბს 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზოს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან კარგი თამაშის შემდეგ ამრაბატის მიმართ ინტერესმა იმატა და ფეხბურთელს, „ატლეტიკოსა“ და „ლივერპულსაც“ უკავშირებენ.

სოფიან ამრაბატი „ფიორენტინაში“ 2020 წლიდან თამაშობს და 78 მატჩში 1 გოლი გაიტანა, მანამდე კი „უტრეხტის“, „ფეიენოორდის“, „ბრიუგესა“ და „ჰელას ვერონას“ წევრი იყო.

მაროკოს ნაკრებში ის 2017 წლიდან ირჯება და 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

0.122361