ფეხბურთი

20:22 | 15.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა შესაძლოა ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე დროებით პაუზა აიღოს

ნეიმარმა შესაძლოა ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე უარი დროებით თქვას. ამის შესახებ ფრანგული L’Equipe იტყობინება.

წყაროს თანახმად, ნეიმარს სურს, რომ ნაკრებში რამდენიმე თვის განმავლობაში არ ითამაშოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს - ის მზადაა მნიშვნელოვანი თამაშებისთვის „სელესაოს“ დაუბრუნდეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოთიშვის შემდეგ ნეიმარმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა და დაზუსტებით არ უთქვამს, გააგრძელებს თუ არა სანაკრებო კარიერას.

შეგახსენებთ, ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში 77 გოლი აქვს გატანილი და პელესთან ერთად „სელესაოს“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

0.1288