ფეხბურთი

16:29 | 9.10.2014 | ნანახია 0 - ჯერ

გიბსი ინგლისის ნაკრებს უბრუნდება

ინგლისური წყაროების ცნობით, ლონდონის “არსენალის” მარცხენა მცველი კიერან გიბსი ეროვნული ნაკრების მაისურით სან-მარინოსთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება. 25 წლის მოთამაშე, რომელსაც 2010 წელს სამი მატჩი ჩაუტარებია ინგლისის ნაკრების მაისურით, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს უბრუნდება.

გიბსს კარგი შანსი აქვს ლეიტონ ბეინსს კონკურენცია გაუწიოს, თუმცა რამდენად მოახერხებს დამდეგ მატჩებში საიმედოდ ასპარეზობას, მომავალი გვიჩვენებს.

ბეინსის დებიუტი ეროვნულ გუნდში 2010 წელს უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. იმავე წელს კიერანი საფრანგეთთან შეხვედრაშიც მოედანზე იმყოფებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067561