„ბარსელონას“ თავდამსხმელი, უსმან დემბელე, 2023 წლის ზაფხულში, შესაძლოა, „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდეს. ლონდონური კლუბი მასში 50 მილიონ ევროს იხდის - გვამცნობს Mundo Deportivo.
დემბელეს კონტრაქტს კატალონიურ კლუბთან ვადა 2024 წლის ივნისში ეწურება. მისით პირადად ყოფილა დაინტერესებული „არისტოკრატების“ მთავარი მწვრთნელი, გრემ პოტერი. თავის მხრივ, „ბარსელონა“ ჯერ მზად არ არის ფრანგი შემტევის გასაშვებად. პირიქით, მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
დემბელე „ბარსელონაში“ 2017 წელს გადავიდა დორტმუნდის „ბორუსიიდან.“ მიმდინარე სეზონში გერმანული კლუბის მაისურით მან 20 მატჩში 5 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ყატარის მუნდიალზე კი ფრანგების ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.