ფეხბურთი

16:27 | 15.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" იანვრისთვის პოლონელი ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა

„ნაპოლი“ გენუის „სამპდორიასა“ და პოლონეთის ნაკრების განაპირა მცველ ბარტოშ ბერეშჩინსკის დაიმატებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

ყველაფერი შეთანხმებულია და ტრანსფერს, რომელიც იანვარში განხორციელდება, მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია. 30 წლის ბერეშჩინსკი ლუჩანო სპალეტის გუნდს იჯარით შეუერთდება.

სანაცვლოდ, ნეაპოლელები „სამპდორიაში“ ასევე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრებენ 22 წლის მარჯვენა მცველ ალესანდრო ძანოლის. ორივემ კლუბმა ბარტერზე შეთანხმებას უკვე მიაღწია.

ბარტოშ ბერეშჩინსკი დაცვის ორივე ფლანგზე თამაშობს, „სამპდორიას“ ის 2017 წელს შეუერთდა, მანამდე კი „ლეხში“, „ვარტასა“ და „ლეგიაში“ თამაშობდა.

0.112196