ფეხბურთი

14:51 | 15.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტრეზეგე: „თავის დროზე ანრიმ მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალა, დღეს იმავეს აკეთებს მბაპეც“

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, დავიდ ტრეზეგემ, „სამფეროვანთა“ ოდინდელი შემტევი ტიერი ანრი, დღევანდელ ლიდერ კილიან მბაპეს შეადარა.

„მათი მსგავსება იმით იწყება, რომ ორივე „მონაკოში" იწყებდა კარიერას. ისიი ჩქაროსნული, სწრაფი მოთამაშეები არიან. მათი ამოცანა გამარჯვებები და ტიტულების მოგებაა.

თავის დროზე ანრიმ მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალა და ისტირიაში შევიდა. იმავეს აკეთებს მბაპეც, თუმცა ჯერ 24 წლისაც არ არის.“ - ციტირებს ტრეზეგეს სიტყვებს AS.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მბაპემ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ტურნირის ფინალში, 18 დეკემბერს, საფრანგეთის ნაკრები არგენტინისას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

0.113968