ხორვატმა გულშემატკივარმა ივანა კნოლმა არგენტინასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მსაჯმა ტიტულის მოპოვების შანსი ხორვატიას წაართვა, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ ხორვატებზე უარესად თავს ბრაზილიელები გრძნობენ.
„ზოგჯერ შესანიშნავად ვთამაშობ, ზოგჯერ არც ისე კარგად, ზოგჯერაც გუშინდელივით ცუდი მსაჯი გვყავს, რომელიც ტყუილად პენალტს ნიშნავს და ტიტულის მოგების შანსს კარგავ. ზოგჯერ არ გვაფასებენ და შემდეგ ფავორიტს სახლში ვუშვებთ. ეს ფეხბურთია, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა დიდი გულით და ვამაყობ, რომ სამუდამოდ ხორვატი ვარ.
გულწრფელად ვწუხვარ მარცხის გამო და მოწყენილი ვარ. თუმცა, ჩემს თავს ვუთხარი: წარმოგიდგენია, როგორ გრძნობს თავს ბრაზილია ახლა? ჩვენ ისინი გავაგდეთ და არგენტინა ფინალშია. დაიმახსოვრე: ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვინც შენზე მეტად იტანჯება“, - დაწერა სოციალურ ქსელში ივანამ.
აღსანიშნავია, რომ ხორვატმა გოგონამ მსოფლიოს ჩემპიონატზე აქტიურობით უამრავი გულშემატკივარი შეიძინა და ინსტაგრამში მისი გამომწერთა რაოდენობა მუნდიალის მიმდინარეობის პერიოდში 3 მილიონით გაიზარდა.