თამაშგარე

21:43 | 14.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გავი შეიძლება მეფე გახდეს

მსოფლიოს ჩემპიონატზე მაროკოსთან ესპანეთის ნაკრების მარცხის შემდეგ ბევრს მიავიწყდა 2022 წლის მთავარი „ყვითელი“ ამბავი, რომელიც ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველ გავისა და ესპანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, ასტურიის პრინცესა ლეონორ დე ბურბონს უკავშირდება.

აღარავისთვის არის დაფარული ის ამბავი, რომ 18 წლის პრინცესა თავ-ფეხიდან ყურებამდეა ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელზე შეყვარებული და როგორც ესპანეთში მავანნი ამბობენ, არც მასზე გადარეული გავის გულია მოცლილი და კუთხეში უბრად წამოდრანგული.

როგორც პირინეის ბულვარული პრესა იუწყება, გავის გაცნობა სამეფო ოჯახის ბევრ წევრს სურს და არაა შორს ის ჟამი, როდესაც „ბარსელონას“ ფეხბურთელი სამეფო სასახლის პალატებს შეაღებს. ისე კი, თუკი ეს ტრფიალება ქორწინებით დასრულდება, გამოდის რომ ისტორიაში პირველად, ფეხბურთელი შეიძლება ესპანეთის მეფე გახდეს. მეფე თუ არა დედოფლის ქმარი მაინც. განა მხოლოდ მამა ნიკოლოზ მარქარაშვილია მეფე ნარიმანი?!...

0.116567