ფეხბურთი

18:52 | 14.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯაკერინი: "გუნდი რომ მყავდეს, არც დავფიქრდებოდი, კვარაცხელია ლეაუს მირჩევნია"

ტურინის „იუვენტუსის“, „ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელე ჯაკერინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, გუნდი რომ ჰყავდეს, რაფაელ ლეაუსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის უყოყმანოდ ქართველ ფეხბურთელს დაიმატებდა.

„ლეაუ თუ კვარაცხელია? ეჭვგარეშეა, ჩემს გუნდში კვარაცხელიას წავიყვანდი. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გამოირჩევა სტაბილურობით, გარდა იმისა, რომ ნიჭიერია და ხარისხი აქვს, რასაც ყველა ვხედავთ. ლეაუს აქვს ჩემპიონის თვისებები, მაგრამ ქართველის მრისხანება და სტაბილურობა უკეთესია“, - თქვა ჯაკერინიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნაწილში 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

0.118455