ფეხბურთი

16:31 | 14.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ნაკრები ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს

ბელგიის ნაკრებმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვაკანსია გამოაცხადა და ის კრიტერიუმები ჩამოთვალა, რასაც მთავარი მწვრთნელისგან მოითხოვს.



მას შემდეგ, რაც რობერტო მარტინესმა ,,წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ბელგიის ნაკრებში ახალი ხელმძღვანელის ძიება ორიგინალური მეთოდით დაიწყო. გუნდმა განცხადება ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა და რეზიმეების მიღება 2023 წლის 10 იანვრამდე იქნება შესაძლებელი.

პირველი კრიტერიუმი, რასაც ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი უნდა აკმაყოფილებდეს, ეს ამბიციურობაა. მას ,,ტოპ მოთამაშეების" გაწვრთნის გამოცდილება უნდა ჰქოდეს. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უნდა იცოდეს როგორ მოიგოს, უნდა ჰქონდეს ტაქტიკური განათლება და სწორი პიროვნული თვისებები.

რობერტო მარტინესმა ბელგიის ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა, კატარის მუნდიალზე კი მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 4 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა, რის შემდეგაც მათი გზები გაიყარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12227