ფეხბურთი

15:56 | 14.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაროკოს ავიახაზებს ფრენები გააუქმებინეს - ფედერაცია ბილეთებს კატარში მყოფ მაროკოელებს გაუგზავნის

ყატარის ხელისუფლების მიერ დაწესებული უახლესი შეზღუდვების შემდეგ, Royal Air Maroc-მა კასაბლანკადან ყველა ფრენა გააუქმა, გულშემატკივრებმა კი ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ახალი ინიციატივა წარმოადგინეს.



რამდენიმე დღის წინ, მაროკოს ავიახაზებმა, Royal Air Maroc-მა კატარის მიმართულებით დამატებით 30 რეისი დანიშნა, რათა გულშემატკივრები კასაბლანკადან დოჰაში ჩაეყვანა საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის გასამხნევებლად საფრანგეთთან მატჩში. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატარის მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა, რის გამოც Royal Air Maroc-ს ყველა ფრენის გაუქმება მოუწია.

,,ყატარის ხელისუფლების მიერ დაწესებული უახლესი შეზღუდვების შემდეგ, Royal Air Maroc სინანულით აცნობებს მომხმარებლებს Qatar Airways-ის მიერ მათი ფრენების გაუქმების შესახებ“, - ნათქვამია ავიაკომპანიის ელფოსტით გაგზავნილ განცხადებაში.

ამის მიუხედავად, მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფუზი ლეკჯაამ გულშემატკივრებთან ერთად წარმოადგინა ინიციატივა, რომ მატჩის ის ბილეთები, რომლებიც ჯერ კიდევ არავის შეუძენია მუნდიალის მასპინძელ ქვეყანაში მყოფ იმ გულშემატკივრებს გაუგზავნონ, ვინ თამაშზე წასვლას ვერ ახერხებს.

ჯერ კიდევ გასაყიდი ბილეთების რაოდენობა 10 000-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ,,ალ-ჯანუბის" სტადიონზე დღეს მაროკოს ნაკრებს დაახლოებით 50 000 გულშემატკივარი ეყოლება.

საფრანგეთისა და მაროკოს დაპირისპირება დღეს, 14 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114265