ფეხბურთი

15:14 | 14.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა პარკაძემ ბუნდესლიგაში ქართველების ტრადიცია უნდა განაგრძოს

პოპულარულმა ვებ-გვერდმა, Transfermarkt-მა ქართველ ტალანტს, ლუკა პარკაძეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ კონტრაქტი ,,ბაიერნთან" გააფორმა, სტატია მიუძღვნა



2000-იანი წლების დასაწყისში, ,,ფრაიბურგში" მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელებმა, ლევან კობიაშვილმა, ალექსანდრე იაშვილმა, ლევან ცქიტიშვილმა და გიორგი კიკნაძემ ბუნდესლიგა მოაჯადოვეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იყო შემთხვევები, როცა ძირითად შემადგენლობაში ოთხივენი თამაშობდნენ. პირველი მათგანის, კობიაშვილის კარიერის დასრულების შემდეგ, როდესაც ის 2014 წელს ,,ჰერტაში" თამაშობდა, ბუნდესლიგა კვლავ ელოდება ქართველ მოთამაშეს კავკასიიდან. ,,ბაიერნმა" ეს-ესაა, ქვეყნის უდიდეს ტალანტთან კონტრაქტი გააფორმა.

ლუკა პარკაძე 17 წლისაა და რეკორდმაისტერი ,,დინამო თბილისიდანაა". აგვისტოს ბოლოს შემტევი ნახევარმცველის დებიუტი საქართველოს პირველ ლიგაში შედგა, რითაც ის ერთ-ერთი ახალგაზრდა გახდა, ვინც დედაქალაქის კლუბის პირველ გუნდში მოხვდა.

პარკაძე თავის თვისებებს განსაკუთრებით ბურთით მოძრაობის დროს ავლენს. მემარჯვენე ფეხბურთელი ტექნიკურად დახელოვნებულია და პასებსაც შესანიშნავად ასრულებს, მაგრამ მისი ყველაზე დიდი ძალა სიჩქარეა. პირველ გუნდში თამაშისას ის ოთხჯერ ათამაშეს ფლანგებზე, რათა სისწრაფე ბოლომდე დაეხვეწა.

მაშინაც კი, თუ პარკაძე გოლში არ მონაწილეობდა, მცველებს მის შესაჩერებლად სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ, თამაშის დაწყებიდან მალევე. ის ფაქტი, რომ პარკაძე დასაწყისიდანვე მეტი სათამაშო დროის მისაღებად არ იყო მზად, ეს მხოლოდ სუსტი ტაქტიკური მიდგომის ბრალია, განსაკუთრებით დაცვითი ფუნქციების შესრულებისას. სინამდვილეში, პარკაძე დღეს ყველაზე ცნობილ ქართველს, ხვიჩა კვარაცხელიას მოგაგონებთ. 21 წლის ფეხბურთელი ასევე თბილისის ახალგაზრდული გუნდიდანაა და ,,ნაპოლის" ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშეა ევროპულ ფეხბურთში. მიუნხენში გულშემატკივრებს შეუძლიათ მსგავსი განვითარების იმედი ჰქონდეთ. მომავალი სეზონიდან ის მეორე გუნდში უკვე უნდა გამოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა პარკაძე დინამოს აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია. მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის 27 ივლისს აზერბაიჯანული თურანის წინააღმდეგ შედგა, სადაც მან პირველი ტაიმი ითამაშა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 17 წლის ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება.

0.124809