სხვა

14:35 | 14.12.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ალექსანდრ ოვეჩკინმა NHL-ის კარიერაში მე-800 გოლი გაიტანა

NHL-ის ვარსკვლავმა, ალექსანდრ ოვეჩკინმა ,,ჩიკაგო ბლექჰოქსის" წინააღმდეგ მატჩში კარიერაში 29-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა, რითაც თავისი 798-ე, 799-ე და მე-800 გოლები გაიტანა.



,,ვაშინგტონ კეპიტალსმა" ,,ჩიკაგო ბლექჰოქსი" 7:3 დაამარცხა, ამ მატჩში კი ოვეჩკინმა თავი 3 გოლით გამოიჩინა და უეინ გრეცკის რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა. NHL-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს და ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს კარიერაში 894 გოლი აქვს გატანილი.

ოვეჩკინი მომდევნო გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფ გორდი ჰაუს გაუთანაბრდება, რომლის ანგარიშზეც 801 გოლია. რუსი ჰოკეისტი 37 წლისაა, ამ სპორტში კი ბევრად უფრო დიდი ასაკის მოთამაშეებიც გვინახავს, შესაბამისად, თუ ოვეჩკინი ამ დონეზე თამაშს განაგრძობს, გრეცკის რეკორდს საფრთხე ძალიან მალე დაემუქრება.

,,ვაშინგტონ კეპიტალსმა" სეზონში მე-14 გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 პოზიციას იკავებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:41 | 06.11.2024
Kobe Bean (21711)

რეალს ეტყობა კროოსის წასვლა და მოდრიჩიც რომ წავა მერე ნახეთ დატყობა.ბელინგემი ვალვერდე კაი ფეხბურთელები არიან მაგრამ კროოსი და მოდრიჩი არცერთი არაა.რა ვიცი,ვინმე მაგარი თუ არ იყიდა პერესმა(გაუჭირდება) მაშინ ბარსას ცენტრი გამოისვამს რეალს კაიხანი

01:12 | 06.11.2024
Kobe Bean (21711)

სწორია ბენზემა.გასაგებია რომ არაა ტიპიური ცენტრფორვარდი ტილიანი მაგრამ მაგის შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელს არ უნდა უჭირდეს არც ცენტრფორვარდობა და უნდა გაითავისოს ეგ პოზიციაც.გარემარბი მბაპე ისედაც ვის რა ჩემ მზედ უნდა,ინსაიდს კი ვინის გამო ვერ ითამაშებენ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071176