მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ხორვატიის ნაკრების ვარსკვლავი, ლუკა მოდრიჩი მსაჯის მიმართ უკმაყოფილებას ვერ მალავდა.
,,არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი, ეს ყველაზე ცუდი იყო. მის მიმართ კარგი მოგონებები არ მაკავშირებს, უბრალოდ კატასტროფაა. ჩემი აზრით პენალტი არ ყოფილა."
,,ამის მიუეხედავად, არ მინდა არგენტინა დავაკნინო. პენალტმა საქმე ძალიან გაგვიფუჭა. მესამე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოდ და ეს პოზიცია დავიკავოთ."
,,არგენტინა უკეთესი იყო და გამარჯვებასაც იმსახურებდა, თუმცა ასეთი რაღაცეები მსაჯების შესახებ აუცილებლად უნდა ითქვას. როგორც წესი ასე არ ვიქცევი, თუმცა დღეს ეს აუცილებელია" - განაცხადა ხორვატმა.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში არგენტინის ნაკრებმა 3:0 დაამარცხა ხორვატია და ფინალის საგზური მოიპოვა. ამ მატჩში პირველი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, რომელიც ხულიან ალვარესის წაქცევის შედეგად დაინიშნა, თუმცა ამ მომენტს ბევრი გარჩევა მოჰყვა.