ფეხბურთი

13:09 | 14.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაულ ალბიოლი: "კვარამ გამაოცა. ის ფანტასტიური ფეხბურთელია"

ესპანური ,,ვილიარეალის" ცენტრალურმა მცველმა, რაულ ალბიოლმა La Gazzeta dello Sport-თან 17 დეკემბერს გასამართი ამხანაგური მატჩის წინ ,,ნაპოლიზე" ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაც გამოარჩია.



,,ბევრი მატჩი მინახავს და მათი თამაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივია. ისინი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ, რისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა ძალიან რთულია. მათ ისეთი მოთამაშეები ჰყავთ, როგორიც კვარა, ოსიმენი, ჟელინსკია, მოთამაშეები, რომელთაც სიტუაციის შეცვლა შეუძლიათ."

,,მე კვარაცხელიას თამაში 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ვნახე ესპანეთის წინააღმდეგ. მან პირველი გოლი გაიტანა და ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა ჩვენ ოლმოს გოლით მაინც მოვიგეთ. კვარამ მე გამაოცა. ფანტასტიური ფეხბურთელია და მისი ღირებულება გაიზრდება."

,,ნაპოლის მინიმუმ ნახევარფინალამდე მისვლა შეუძლია. რა თქმა უნდა, პრობლემა მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული პაუზაა, რადგან არავინ იცის როგორ ფორმაში დაბრუნდებიან, თუმცა თუ ისინი იმ ფორმას აღიდგენენ, რაც მაქამდე ჰქონდათ, სერია ა-ს მთავარი ფავორიტები იქნებიან და ჩემპიონთა ლიგაზეც შორს წავლენ" - განაცხადა რაულ ალბიოლმა.

,,ნაპოლისა" და ,,ვილიარეალის" ამხანაგური შეხვედრა 17 დეკემბერს, ,,მარადონაზე," 23:30 საათზე დაიწყება.

0.113207