ფეხბურთი

12:12 | 14.12.2022 | ნანახია NaN - ჯერ

მესი: "მუნდიალის ფინალი მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩემი ბოლო მატჩი იქნება"

არგენტინის ნაკრების ლიდერმა, ლეო მესიმ ხორვატიასთან მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მომავალ მუნდიალზე თამაშის შანსი თითქმის არ არსებობს.



,,ძალიან მოხარული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩემს მოგზაურობას ფინალით ვასრულებ და ჩემი ბოლო შეხვედრა ასეთი მნიშვნელობის იქნება. ამის ძალიან მადლიერი ვარ. ყველაფერი, რაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვცადე, ემოციური იყო."

,,ამ მსოფლიო ჩემპიონატიდან მომდევნომდე ბევრი წელია, თუმცა არ მგონია, რომ კიდევ ვითამაშებ. ასე დასრულება ძალიან კარგი იქნება" - განაცხადა მესიმ.

ლეო მესი არგენტინის ნაკრებში თავის მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს, თუმცა მას ეს ტიტული არასდროს მოუგია. კატარის მუნდიალზე მესის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. არგენტინა ფინალში საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა დღეს, 14 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:39 | 05.02.2022
london (1032)

ამას დიდი ალბათობით ვარჯიშებზეც კი მაქსიმუმ 4-5 -ჯერ ექნება თავით ბურთი გატანილი

18:09 | 04.02.2022
football_truth (68)

ყარაულის თოფი

22:05 | 03.02.2022
ბაგი-რეი (2266)

))))))))))))))))
მე არ მინდა თქვენი ურა,
მე არ მინდა თქვენი ტაში,
ნეტა ის გამაგებინა,
ვინ გამარტყა ბურთი თავში.

09:55 | 03.02.2022
fidofido (3392)

რაღაცნაირი ფეხბურთელია თითქოს დიდი ვერაფერი მაგრამ ხანდახან გამოანათებს ხოლმე ჯარიმებიდანაც მახსოვს ამის ჩახვეულები. ხიმნასტიკში კარგი სეზონი ჰქონდა მაგრამ სევილიაში რისთვის გადავიდა მაგას ვერ მივხვდი

03:14 | 03.02.2022
ilia_juventus (2091)

რა იღბალაა. მხარში გაარტყეს ნუ რა ვქნა.. რაღაცნაირი ფეხბურთელია რა.. მიულერივითაა, თითქოს არაფერი მაგრამ.. კია ეგერ სადაცა ))

01:08 | 03.02.2022
O. Mertskhali (8101)

კაი გუნდი დადგა ჟილ ვისენტე და იმედია, დაეხმარება ეს იღბლიანი თამაში, თავის დამკვიდრებაში, აბუს..
ისე, დირიჟორობა მაგრად უყვარს.. ოღონდ, ხელებით დირიჟორობა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065452
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}