ფეხბურთი

11:01 | 14.12.2022 | ნანახია 618 - ჯერ

ლეო მესის საუკეთესოობას ბრიტანული ფეხბურთის ვარსკვლავები უსვამენ ხაზს

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ლეო მესიმ ხორვატიის წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, რამაც მსოფლიო ფეხბურთის ბრიტანელი ვარსკვლავებიც კი აალაპარაკა.



გარი ლინეკერი: ,,კიდევ არსებობს დებატები იმაზე თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?"

ჯეიმი კარაგერი: ,,მესი საუკეთესოა ვინც კი ამ სპორტში ოდესმე ყოფილა"

ალან შირერი: ,,ძალიან დიდი სიამოვნება იყო სტადიონზე ყოფნა და ამ არგენტინის მატჩის წაყვანა. მესი და ალვარესი დღეს შთამბეჭდავები იყვნენ"

ჯეფ სტელინი (ჟურნალისტი): ,,აბა ამჯერად სად ვართ მესისა და რონალოს დებატების შესახებ პირს მორგან?

გარი ნევილი: ,,წარმოდგენა არ მაქვს ამ სიჩქარეს როგორ ანვითარებს. 12 წლის წინ ის ხალხს გვერდს მარტივად უვლიდა, ახლა კი ამას კარიერის ბოლო პერიოდში კვლავ მარტივად აკეთებს. ახლა შეუძლია წავიდეს და 15-20 წუთით დაიძინოს. მთელი გუნდი მის ზურგს უკან მეტად მიზანდასახულია.

ლეო მესიმ მუნდიალის ნახევარფინალურ მატჩში თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა. გარდა ამისა, ლეომ მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-11 გოლიც გაიტანა, რითაც გაბრიელ ბატისტუტას გადაასწრო და არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა მსოფლიო ჩემპიონატებზე.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:07 | 30.05.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ცოტა ასაკმა მიუკაკუნა

0.063497
618