კალათბურთი

10:23 | 14.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დრეიმონდ გრინს გულშემატკივარი მუქარის შემცველ სიტყვებს ეუბნებოდა - კალათბურთელმა მისი გაძევება მოითხოვა

NBA-ში ,,გოლდენ სტეიტ უორიორსისა" და ,,მილუოკი ბაქსის" შეხვედრის დროს დრეიმონდ გრინმა შეხვედრის შეჩერება მოითხოვა, რათა გულშემატკივარი, რომელიც მას მუქარის შემცველ სიტყვებს ეუბნებოდა, გაეძევებინათ.



მესამე მეოთხედის ბოლოს, როდესაც ,,ბაქსის" იანის ანტეტოკუნმპო საჯარიმო სროლას ასრულებდა, დრეიმონდ გრინი ერთ-ერთ გულშემატკივარს აქტიურად ესაუბრებოდა. იგი მალევე მოუტრიალდა მსაჯებს და იმ ადამიანის დარბაზიდან გაძევება მოითხოვა, მოგვიანებით, კი თავისი გადაწყვეტილება ახსნა.

როგორც დრეიმონდმა მატჩის შემდგომ ისაუბრა, ის გულშემატკივარს ძალიან მიუახლოვდა, ის კი მოკვლით ემუქრებოდა და მუქარის შემცველ სიტყვებს ეუბნებოდა, რის გამოც მან შეხვედრის მსაჯებს მისი გაძევებისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ დრეიმონდ გრინი თავად დააჯარიმეს გულშემატკივართან კამათისთვის.

საბოლოოდ, მატჩი ,,მილუოკი ბაქსის" გამარჯვებით, 128:111 დასრულდა, დრეიმონდ გრინმა კი მოედანზე გატარებულ 23 წუთში თავი მხოლოდ 2 ქულით, 6 მოხსნით და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

0.121575