ფეხბურთი

0:32 | 14.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესი მათეუსს დაეწია და ბატისტუტას გადაასწრო

ლიონელ მესიმ ლოთარ მათეუსის რეკორდი გაიმეორა - მსოფლიოს ჩემპიონატზე მასზე მეტი თამაში არავის ჩაუტარებია.

მესისთვის ხორვატიასთან შეხვედრა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 25-ე გამოდგა და მათეუსის შედეგი გაიმეორა, რომელსაც ასევე 25 თამაში აქვს აქტივში. ლეო მომდევნო თამაშით გადაასწრებს გერმანელს და რეკორდს მარტო დაეპატრონება.

გარდა ამისა, მესი არგენტინის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ხორვატიასთან გოლი მუნდიალზე მისთვის მე-11 იყო და გაბრიელ ომარ ბატისტუტას გადაასწრო, რომლის აქტივში 10 გოლია.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა ფინალში 18 დეკემბერს, მაროკოს ან საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.

0.1129