„დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი, მესამე ტურის მატჩი ჩაატარა და სტუმრად ბერძნულ „ვოულიაგმენისთან“ 7:12 წააგო.
მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა შეიძლება ითქვას პირველივე პერიოდში მოიპოვეს, რომელიც 6:2 მოიგეს და შემდეგ ეს ხელიდან აღარ გაუშვიათ. „დინამომ“ მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლო მეტოქესთან თანაბრად თამაში და არც მესამე პერიოდი წააგო (1:1), ხოლო მეოთხე სულაც მოიგო (3:2). ეს საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ გამოდგა.
შედეგად, ზედიზედ მესამე მარცხი და „დინამო თბილისი“ მოგების გარეშე A ჯგუფში ბოლო, მერვე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 დეკემბერს, სტუმრად „იადრანთან“ გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სხვათაშორის, კაცთა პროგრამაში პირველ ხუთ ადგილზე აზიელები გავიდნენ. ნათან ჩენი და ვინსენ ჟუც წვრილთვალება ამერიკელები არიან, ოღონდ აშშ-ში დაიბადნენ.
ნათან ჩენის საერთო ქულები (323.42) მსოფლიო რეკორდია. მსოფლიო რეკორდი დაამყარა მან ძირითად პროგრამაშიც. ორივე მიღწევა იუძურუ ჰანიუს მოუხსნა.