ფეხბურთი

21:23 | 13.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ნასრის" მწვრთნელი: "რონალდუსთან ნებისმიერი მწვრთნელი სიამოვნებით იმუშავებდა"

„ალ-ნასრის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელის მწვრთნელობაზე უარს არცერთი მწვრთნელი იტყოდა.

„კრიშტიანუზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინვე გაჩნდება სათაურები: „გარსია რონალდუზე“. რასაც მე ვხედავ, ეს ყველაფერი საპნის ოპერაა, მაგრამ „ალ-ნასრის“ პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, ნებისმიერი მწვრთნელი სიამოვნებით გაწვრთნიდა ისეთ დიდ ვარსკვლავს, როგორიც კრიშტიანუა და 2021 წლის ნოემბერში ამასთან ძალიან ახლოს ვიყავი, როცა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის შანსი მქონდა, მაგრამ ბოლოს მათ რალფ რანგნიკი აირჩიეს“ - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრში“ შესაძლო ტრანსფერზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ფეხბურთელმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუდელებთან შეთანხმებას მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131236