ბრაზილიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა 2023 წლის იანვრამდე ცნობილი არ იქნება. ამის შესახებ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია იტყობინება.
კონფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო როდრიგესი პირადად არის დაკავებული ახალი მწვრთნელის მოძებნით და ჯერჯერობით, შეთანხმება არცერთ სპეციალისტთან მიღწეული არ აქვს.
„სელესაოს“ რამდენიმე მწვრთნელი დაუკავშირეს, მათ შორის, კარლო ანჩელოტი, ჟორჟე ჟეზუში და აბელ ფერეირა. დასახელდა რამდენიმე ბრაზილიელი სპეციალისტის გვარიც.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხორვატიასთან მარცხის შემდეგ ტიტე გადადგა.