„ნაპოლისა“ და სერბეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკოლა მაკსიმოვიჩმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველის შესახებ მთელი ევროპა ლაპარაკობს.
„კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელიც განსხვავებას ქმნის, როგორც ერთი-ერთზე თამაშში, ასევე, როცა ორი მეტოქის წინააღმდეგაა. ის მატჩის ბედს წყვეტს და ძალიან კონკრეტულია. ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა, მთელი ევროპა მხოლოდ მასზე ლაპარაკობს“, - თქვა მაკსიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლა მაკსიმოვიჩი „ნაპოლიში“ 2016-2021 წლებში თამაშობდა.