ფეხბურთი

12:17 | 13.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ ჟირუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

„მილანი“ თავდამსხმელ ოლივიე ჟირუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

ფრანგ შემტევს იტალიურ კლუბთან ხელშეკრულების ვადა გაისად ზაფხულში ეწურება, თუმცა „როსონერის“ ხელმძღვანელობა კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას აპირებს. ფეხბურთელთან დალაპარაკებას ისინი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აპირებენ.

მიმდინარე მუნდიალზე ჟირუ საფრანგეთის ნაკრებში საუცხოოდ ასპარეზობს. ოთხ მატჩში ოთხი ბურთი გაიტანა. მათ შორის, გამარჯვებისა მეოთხედფინალში ინგლისელებთან.

ნახევარფინალში ფრანგები 14 დეკემბერს მაროკოს ეროვნულ გუნდს შეხვდებიან ელ-ბაითში. თამაში თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.122258