ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, რონალდომ, ჟურნალისტებს თავისი თანამემამულის, ნეიმარის შესახებ გაუზიარა აზრი.
„ნეი ახლა ძალიან გულდაწყვეტილია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის დაბრუნდება უფრო ძლიერი და გააგრძელებს ბრაზილიის ნაკრებში თამაშს. ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილავთ.
ვამაყობ მისით. ნეიმარი ბრაზილიისთვის თამაშობს. განსაკუთრებით მომეწონა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. შესანიშნავი იყო.
მუნდიალზე კარგი პირველი მატჩი ჩაატარა, შემდეგ ტრავმა მიიღო, მაგრამ ტკივილებით მაინც თამაშობდა.““ - ციტირებს რონალდოს სიტყვებს COPE.
შეგახსენებთ, რომ ყატარის მუნდიალზე ბრაზილიელები მეოთხედფინალში ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან დამარცხდნენ. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ხორვატებმა 4:2 იმარჯვეს.