ფეხბურთი

2:53 | 13.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინელი ჟურნალისტი: "მესი ნიდერლანდელებზე ძალიან გაბრაზებული იყო"

არგენტინელმა ჟურნალისტმა ესტებან ედულმა, რომელიც TyC Sports-ისთვის მუშაობს და ლიონელ მესის პირდაპირ ეთერში ინტერვიუს ართმევდა, როცა მესიმ ვოუთ ვეგჰორტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მან ინტერვიუში გაიხსენა, რომ მესი ძალიან გაბრაზებული იყო და მის შეკითხვებს არც უსმენდა.

"მატჩის შემდეგ ყველა კამათობდა გასახდელში და არა მხოლოდ მესი. ვან დეიკი თავს დაესხა ოტამენდის. ეს ჰგავდა „ლანუსი“ - ბანფილდის“ ან „ნიუელსი“ – „როსარიო სენტრალის“ დერბის. მესის გაბრაზება ძირითადად პენალტების სერიას ეხებოდა, როცა ჰოლანდიელები არგენტინელებზე ზეწოლას ცდილობდნენ. ვეგჰორსტი მას გვირაბში ელოდა, მესის მიუახლოვდა და მაისური სთხოვა. ლეო გაბრაზდა. ვეგჰორსტმა ვერ გაიგო და გაჩერდა, ლეომ მისი შეურაცხყოფა დაიწყო ჯერ კიდევ ინტერვიუს დაწყებამდე. მესიმ ინტერვიუს დროს ოდნავადაც არ მაქცევდა ყურადღებას. ისეთი გაბრაზებული იყო, არც მიყურებდა და არც ჩემს კითხვებს უსმენდა. მე მას ვკითხე მოლინას საგოლე გადაცემის შესახებ, ვან გაალთან დაპირისპირებაზე, მაგრამ არაფერი. ვერ მოვახერხე პასუხის მიღება. ერთ მომენტში, როცა ეთერში ვიყავით, ვუთხარი: "დამშვიდდი ლეო, აქ ფიფადან ბევრი ხალხია და არასოდეს იცი რა შეიძლება მოხდეს“, - თქვა Ole-სთან ინტერვიუში ედულმა.

0.113272