ფეხბურთი

2:23 | 13.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ხელიდან კარგი შანსი გავუშვით, ნახევარფინალში ჩვენზე უკეთეს გუნდს ვერ ვხედავ"

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ვრცელ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ახლა კლუბის მწვრთნელობა სურს და მომდევნო სეზონის დაწყებას დაელოდება.

ლუის ენრიკემ პედრი ანდრეს ინიესტასა და ჰარი პოტერს შეადარა, ხოლო მაროკოს ნაკრებიდან განსაკუთრებით ორი ფეხბურთელი გამოარჩია. ისიც თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლიონელ მესის გულშემატკივრობს.

„ცხადია, რომ მაროკოს წინააღმდეგ კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მე მაინც დადებით ასპექტებს ვუყურებ. ახლა მშვიდად ვარ და კმაყოფილი ვარ იმით, რაც გავაკეთეთ. დე ლა ფუენტე ძალიან კარგი არჩევანია, რომლის მჯერა, ის ამ სამსახურისთვის მზადაა.

ვგრძნობ, რომ ხელიდან შესანიშნავი შანსი გავუშვით. ნახევარფინალისტებს შორის ჩვენზე უკეთეს გუნდს ვერ ვხედავ. პაბლო სარაბიასთვის უფრო მეტი შანსი უნდა მიმეცა, მასთან მიმართებაში უსამართლოდ მოვიქეცი. 26-კაციანი განაცხადიდან 25 ფეხბურთელს არ შევცვლიდი, მხოლოდ ერთ ცვლილებას გავაკეთებდი, მაგრამ ახლა ვერ გეტყვით ფეხბურთელის სახელს. მაროკომ ჩვენს წინააღმდეგ დაცვითი ფეხბურთი ითამაშა და ვერ შევძელით მათი დამარცხება. გუნდს, რომელიც არ უტევს, შეუძლია თამაშის მოგება, ამიტომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ნახევარფინალებს და ფინალს ვუყურებ და ვისიამოვნებ. მინდა, რომ ლეო მესიმ მოიგოს იმის გამო, რასაც მესი ფეხბურთში ნიშნავს. არ მინდა, რომ ხორვატია-საფრანგეთის ფინალის განმეორდეს, მაროკო თუ მოიგებს, ჩვენთვის მძიმე დარტყმა იქნება.

ყველაზე დიდი სიურპრიზი? უნაჰი, მაგრამ ასევე ამრაბატი. მაროკოს ოთხი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს. პედრი? ის ჩემთვის ჰარი პოტერია, ყველაზე ახლოს ინიესტასთან.

მინდა კარიერა საკლუბო ფეხბურთში გავაგრძელო, რათა განვავითარო ის, რაც ეროვნულ ნაკრებში გავაკეთე. ეს იყო ოცნება, მაგრამ ეს ეტაპი დასრულდა. დაველოდები შემდეგი სეზონის დაწყებას. „სელტაში“ დაბრუნება? ვინ იცის, იქ მშვენიერი მოგონებები მაქვს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

0.10972