ფეხბურთი

0:50 | 13.12.2022 | ნანახია 2447 - ჯერ

კატარში კიდევ ერთი ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა

კატარში, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას კიდევ ერთი ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

როგორც გაირკვა, 65 წლის როჯერ პირსი, 21 ნოემბერს, აშშ-სა და უელსის ნაკრებთა შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. თუმცა, მაშინ ეს ამბავი არ გახმაურებულა და მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

„ნამდვილად სამწუხაროა ჩემი მეგობრისა და ITV Merdian-ის ჟურნალისტის როჯერ პირსის გარდაცვალება. ის კატარში მუშაობის დროს გარდაიცვალა. 5 კვირაში პენსიაზე უნდა გასულიყო“, - წერს, BBC-ის რეპორტიორი და მისი მეგობარი ნილ სტეინსბი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში კატარში ჟურნალისტი გრენტ უოლი და ფოტორეპორტიორი ხალიდ ალ მისლამი გარდაიცვალნენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.070953
2447