არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ხორვატიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. არგენტინელი მწვრთნელის განცხადებით, მისი გუნდი სათამაშო სტილს არ შეიცვლის. სკალონისთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა მხოლოდ ისეთ საკითხებზე იფიქროს, რაც თამაშს ეხება.
„ჩვენ იმავეს იმედი გვაქვს, რისიც არგენტინელ ხალხს - გამარჯვების. თამაშის სტილს არ შევცვლით, რთული მატჩი გველოდება, პირდაპირი გაგებით გუნდის წინააღმდეგ.
ნიდერლანდებთან მომხდარი? ფეხბურთში მსგავსი მომენტები არსებობს, არსებობს მსაჯი, რომელმაც სამართლიანობა უნდა აღასრულოს. ნიდერლანდებს ღრმა პატივს ვცემთ, როგორც ხორვატიას და ყველა მეტოქეს. ჩვენზე შექმნილი სურათი რეალობას არ შეესაბამება და ეს გვაღიზიანებს. კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ მესი და ნეიმარი მოედანს ჩახუტებულები ტოვებდნენ.
დისკვალიფიცირებული აკუნიასა და მონტიელის გარდა, ყველა გუნდის განკარგულებაშია. არ აქვს მნიშვნელობა 3-მცველიანი თუ 4-მცველიანი სქემით ვითამაშებთ, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი თამაშის მეთოდი და მას არ შევცვლით. მენტალური ნაწილი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ იგივე დამოკიდებულება გვექნება, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო მატჩებში გვქონდა. მთავარია, ერთი გრამი ენერგიაც არ დავხარჯოთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მოედანს არ ეხება“, - თქვა სკალონიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებთა მატჩი 13 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.