ფეხბურთი

19:53 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრებში ანჩელოტის მიწვევა სურთ

ბრაზილიის ნაკრები შესაძლოა კარლო ანჩელოტიმ ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიასთან მარცხის შემდეგ ტიტემ თანამდებობა დატოვა და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ახალ მწვრთნელს. მათთვის პრიორიტეტულია, რომ მწვრთნელს ევროპული გამოცდილება ჰქონდეს.

ანჩელოტის სახელმა ბრაზილიის ნაკრებთან მიმართებაში გაიჟღერა, რომ მაგრამ პრობლემა ისაა, რომ იტალიელს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და ესპანური გუნდის დატოვებას ჯერ არც თვითონ აპირებს და არც მადრიდელები არიან მისი მუშაობით უკმაყოფილონი.

თუმცა, შესაძლოა, ბრაზილიელები ანჩელოტის დაელოდონ, მანამდე კი დროებითი მწვრთნელი დანიშნონ. „სელესაოსთვის“ მთავარი 2026 წლის მუნდიალისთვის მომზადებაა, ანჩელოტი კი მანამდე 2 წლით ადრე თავისუფალი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ კარლო ანჩელოტის სანაკრებო ფეხბურთში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. მან 2018 წელს იტალიის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი თქვა, რის შედეგადაც, „სკუადრა აძურა“ რობერტო მანჩინიმ ჩაიბარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114568