ფეხბურთი

17:17 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფედელე: "კვარა ტრავმის გამო შეშინებულია, 100%-ით მზად არ არის და ეს ეტყობა"

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო და პაოლო კანავაროების ექსაგენტმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართველი ჯერჯერობით ტრავმის გავლენის ქვეშ თამაშობს და ეს შესამჩნევია.

„ამხანაგურ მატჩებიდან შესაძლებელია გარკვეული მინიშნებების გამოტანა, „ნაპოლის“ ამ მატჩებიდანაც არის ერთი-ორი საკითხი, რაზეც შეიძლება საუბარი. პირველ რიგში ისაა, რომ კვარა არ არის 100%-ით მზად. ჯერ კიდევ გრძნობს ტრავმის შედეგებს, რადგან დრიბლინგის დროს მაქსიმალურ სიჩქარეს არ ავითარებს, ფრთხილად თამაშობს, რადგან ალბათ ეშინია, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა“, - თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ თურქეთში ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა თურქული „ანტალიასპორისა“ და ინგლისური „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ, ქართველმა კი ორივე შეხვედრაში მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.

აქვე გეტყვით, რომ იტალიის ჩემპიონატი 4 იანვარს განახლდება და „ნაპოლის“ მეტოქე მილანის „ინტერი“ იქნება.

0.1119