„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველს სასიამოვნო სიურპრიზი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სეზონის განვლილ ნაწილში სწორედ კვარამ მოახდინა.
„კვარაცხელიამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ის არის სიურპრიზი და პირველ რიგში მან შთაბეჭდილება მოახდინა იმ დიდებული ხარისხით, რომელიც ამ გუნდს შესძინა. ჩემზე ასევე შთაბეჭდილება მოახდინა მისმა საფეხბურთო ინტელექტმა, ის ძალიან ტექნიკური, ძალიან კრეატიული მოთამაშეა, მაგრამ ასევე ძალიან მოწესრიგებული და დისციპლინირებული მოედანზე. ასე რომ, მართლაც სასიამოვნო სიურპრიზია“, - თქვა ძოლამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნაწილში „ნაპოლიში“ ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ სერია A-ს უახლოეს ტურში 4 იანვარს, სტუმრად მილანის „ინტერს“ შეხვდება, მანამდე კი 17 დეკემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში "ვილიარეალს" დაუპირისპირდება.