მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება და პირველი ფინალისტიც გამოვლინდება - არგენტინა ან ხორვატია.
არცერთისთვის მუნდიალის ფინალი უცხო არ არის - ხორვატია 2018 წელს იყო ფინალში, არგენტინა ბოლოს 2014 წელს, მაგრამ ორივე მათგანი დამარცხდა. სხვათა შორის, 2014 და 2018 წლების მუნდიალების საუკეთესო ფეხბურთელები იქნებიან მოედანზე - ლიონელ მესი და ლუკა მოდრიჩი, რომელთაც ბოლო შანსი აქვთ მსოფლიოს ჩემპიონატი რომ მოიგონ. შესაბამისად, დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.
ორივემ ნახევარფინალის საგზური დრამატულად მოიპოვა, მას შემდეგ რაც, ერთმა ბრაზილია სენსაციურად პენალტების სერიაში დაამარცხა, ხოლო მეორემ ნიდერლანდებთან დრამატულ შეხვედრაში მოიგო, ასევე პენალტების სერიის წყალობით.
არგენტინა ფავორიტია, მაგრამ ხორვატიის ნაკრების ჩამოწერა რომ არ შეიძლება, უკვე არაერთხელ დამტკიცდა. ზლატკო დალიჩის გუნდი არასდროს ნებდება და შემთხვევითობაა არაა, რომ ზედიზედ მეორედ გავიდა ნახევარფინალში. არგენტინას კი ხორვატებთან რევანში აქვს ასაღები, რადგან წინა მუნდიალზე ამ გუნდის წინააღმდეგ უშანსოდ, 0:3 წააგო. თუმცა, ის იყო ქვეჯგუფის მატჩი, ახლა სასწორზე გაცილებით მეტი დევს და შესაბამისად, კიდევ უფრო დაძაბული თამაშია მოსალოდნელი.
არგენტინის ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო მარცხენა მცველი მარკოს აკუნია და მარჯვენა მცველი გონსალო მონტიელი დააკლდება. მონტიელი ძირითადშიც ისედაც ვერ ხვდებოდა, აკუნიას კი ნიკოლას ტალიაფიკო შეცვლის. სავარაუდოდ, ძირითადში დაბრუნდება ანხელ დი მარია.
ხორვატიის ნაკრები დიდი ალბათობით, იმავე შემადგენლობით ითამაშებს, რაც ბრაზილიასთან იყო მოედანზე. ზლატკო დალიჩს საკადრო პრობლემები არ აქვს და არც ცვლილებებს გეგმავს.
სტატისტიკა
არგენტინის ნაკრებს მუნდიალი ორჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ბოლოს 1986 წელს. მას შემდეგ „ალბისელესტეს“ საუკეთესო შედეგი ფინალი იყო (ორჯერ 1990 და 2014 წლებში).
არგენტინამ მუნდიალის პირველ ტურში 1990 წლის შემდეგ პირველად წააგო. მაშინ მათ ფინალში გასვლა მაინც მოახერხეს.
არგენტინა მუნდიალს ბოლო 9 შემთხვევაში პლეი-ოფიდან ევროპული ნაკრების წინააღმდეგ მარცხით გამოეთიშა.
არგენტინას ნახევარფინალში 5-ჯერ უთამაშა და ხუთჯერვე მოახერხა ფინალში გასვლა.
ხორვატია შეიძლება მე-4 ევროპული ქვეყანა გახდეს იტალიის (1934, 1938), ნიდერლანდებისა (1974, 1978) და გერმანიის (1982, 1986, 1990) შემდეგ, რომელიც მინიმუმ ზედიზედ ორჯერ გავა ფინალში.
არგენტინამ მუნდიალზე ევროპულ ნაკრებებთან ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (3 ფრე, 3 წაგება), როცა მიმდინარე მუნდიალზე ჯგუფში პოლონეთი 2:0 დაამარცხა. თუმცა, იმ სამი ფრიდან ორ შემთხვევაში პენალტების სერიით მომდევნო ეტაპზე გავიდა (ორჯერვე ნიდერლანდებთან 2014 და 2022 წლებში).
ლიონელ მესი თუ ითამაშებს, ლოთარ მათეუსს გაუტოლდება და მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი ექნება ჩატარებული - 25.
ხორვატიამ პენალტების სერიაში მუნდიალზე 4 თამაში მოიგო და არცერთი წაუგია. მასზე მეტჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე პენალტები მხოლოდ არგენტინას აქვს მოგებული (5, წაგება - 1).
ხორვატიის ნაკრები მუნდიალზე მეექვსედ თამაშობს. 1998 წლიდან მოყოლებული, როცა ხორვატებმა მესამე ადგილი დაიკავეს, მხოლოდ 2010 წელს ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი ხორვატიის გარეშე. წინა 5 შემთხვევიდან 3-ჯერ ხორვატია ჯგუფში ჩარჩა (2002, 2006, 2014), ორჯერ კი ჯგუფიდან გავიდა და ერთხელ ვერცხლის მედლები მოიპოვა (2018), ერთხელაც ბრინჯაოს (1998). ხორვატები ახლაც ახლოს არიან მედლებთან.
ხორვატია 1998 წლიდან დღემდე მესამედაა საუკეთესო ოთხეულში.
ხორვატიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთამერიკულ ნაკრებთან 6-დან 4 მატჩი წააგო (მათ შორის, ორი მატჩი ბრაზილიასთან). ერთი ფრე ითამაშა, წინა ეტაპზე სწორედ ბრაზილიასთან, ხოლო ერთადერთი გამარჯვება არგენტინასთან მოიპოვა, 2018 წლის მუნდიალზე 2018 წელს.
ხორვატიის ნაკრებმა დიდ ტურნირზე (მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატი) პლეი-ოფის ბოლო 9 მატჩიდან 8-ჯერ დამატებითი დრო ითამაშა. გამონაკლისი იყო 2018 წლის მუნდიალის ფინალი. მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი ასეთი შემთხვევა იყო და ყოველთვის გავიდა მომდევნო ეტაპზე, მათ შორის ოთხჯერ პენალტების სერიით.
ხორვატიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 9 მატჩიდან შვიდში გოლი პირველმა გაუშვა. გამონაკლისი იყო მაროკოსა და ბელგიასთან თამაშები და ორივე 0:0 დასრულდა. იმ 7 თამაშიდან კი, რომელშიც გოლი პირველმა გაუშვა, მხოლოდ ერთი წააგო - 2018 წელს საფრანგეთთან ფინალი (2:4).
არგენტინა და ხორვატია აქამდე ხუთჯერ შეხვედრიან და სრული თანაფარდობაა - 2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება. ამ ხუთიდან სამი ამხანაგური მატჩი იყო, ხოლო ორჯერ ისინი მუნდიალზე შეხვდნენ. 1998 წელს ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთამერიკელებმა 1:0 მოიგეს, ხოლო 2018 წელს ასევე ჯგუფში ბალკანელებმა 3:0 იმარჯვეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“
13 დეკემბერი, 23:00 საათი
არგენტინა (4-3-2-1): ე. მარტინესი; მოლინა, რომერო, ოტამენდი, ტალიაფიკო; ფერნანდესი, დე პაული, მაკალისტერი; დი მარია, მესი; ალვარესი
ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი, გვარდიოლი, ლოვრენი, სოსა; მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი; პაშალიჩი, კრამარიჩი, პერიშიჩი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა სიფათი აქვს ტუღუშს ხო უყურებ, ეგ საიდან იცისო ფიქრობს
DDDDDDDDDDDDDDDDD
ტუღუში კი არ აძლევს რჩევას ფაჩულია, არამედ პირიქით
კაი რა ყველა გუნდს აკლია მოთამაშეები.
მე არ მესმის თავის გასამართლებლად იმის ძახილი სამი წამყვანი კალათბურთელი ტრამვირებული გვყავსო (ვუსურვებ ბიჭებს მალე გამოჯამრთელებას), იმიტომ ხარ ფედერაცია და მწვრთნელთა საბჭო, რომ წინასწარ შესაბამისი ზომები და გადაწყვეტილებები მიიღო. მითუმეტეს გვაქვს წინა ორი ევროპის ჩემპიონატის გამოცდილება ამხრივ.
საქართველოს ნაკრების უეჭველად 10 და რაც შეიძლება მეტი ქულით მოგებას ვუსურვებ ყველა გულშემატკივარს,ლომებო მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა,გაიხარეთ და გაგვახარეეეთ.
ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ თორე დაგვერხა და ეგ არი
შერმადინის ფოტო არ გქონდათ, ფოტო და სათაური, რომ დაგემთხვიათ ერთმანეთისთვის. ჟურნალისტკის ანბანია.
უნდა გავავსოთ სასახლე.
კი, ავიტანოთ უჰაერობა 2 საათით
უნდა მოვიგოთ მორჩა სახლის ფაქტორი გამოსაყენებელია წინ საქართველო ჯერ ითამაშონ და კრიტიკა შემდეგ
მაგიტომ არ ვართ ეს ბოლო კვირებია გულგახეთქილები, რომ ბიჭები გადაიღლებიან და კონცენტრაციას დაკარგავენთქო, მაგრამ იმედია ბიჭები თავს გადაახტებიან და როგორმე გავაღწევთ ევროპაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული კალათბურთი ღრმა კრიზისში შევა, საიდანაც ღმერთმა იცის როდის გამოვალთ.
ბიჭების და ღვთის შეწევნით იმედი მაქვს ამ რუბიკონს გადავახტებით, მაგრამ წარმატების შემთხვევაშიც განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ და გულშემატკივარმა მოვითხოვოთ ყველა იმ ზომის გატარება, რომ ასეთ სავალალო დღეში აღარასოდეს აღმოვჩნდეთ.
მე რაც დავინახე ტუღუში უსმენს ზაზას.
კოკოშკოვს ასწავლონ აეროპორტის გზა.ან მიაცილონ იქამდე.
დავი
წარმატებენი ბიჭEბო,ჰუნგრეთს უნდა მოუგოთ
გაიხარეთ ბიჭებო.
მარტო თქვენი იმედი გვაქვს.
გაიმარჯვეთ ბიჭებო.
რა დაღლილი, გამოთაყვანებულ სიფათებია, დამაფიქრებელია.
ჭოჭუა ათამაშოს ხო შეიძლება რა ამ კოკოშკოვმა ლეჟავას ათამაშებს და მიშამ რით ვერ დაიმსახურა
ნახეთ ტო ტუღუში თურმე დარიგებებსაც იძლევა და თან ფაჩულიას ძლევს დარიგებას 8 საოცრება DDD
ტუღუში რჩევა დარიგებას აძლევს პაჩულიას ისტორიული კადრია.DD
დასანანია