ფეხბურთი

11:59 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

Adidas-მა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებისთვის ახალი ბურთი წარადგინა

Adidas-მა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებისა და ფინალებისთვის ახალი ბურთი წარადგინა, რომელსაც ,,ალ ჰილმი" ქვია.



,,ალ ჰილმი" არაბულად ოცნებას ნიშნავს და ის ჯგუფური და მომდევნო ორი ეტაპის ბურთს, ,,ალ რიჰლას" ჩაანაცვლებს, რომელიც მოგზაურობას აღნიშნავდა.

,,მოთამაშის პოზიციურ მონაცემებთან ერთად, ინოვაცია მსაჯებს სთავაზობს ოპტიმალური გადაწყვეტილებების საუკეთო ხერხებს. ბურთის შიგნით ჩაყენებული IMU სენსორების მიერ დაჭერილი ბურთის მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ახალი ტექნოლოგია მხარს უჭერს ნახევრად ავტომატიზირებულ თამაშგარის სისტემას, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც ბურთი მცირე ოფსაიდის მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით რთულია." - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალური მატჩები 13 და 14 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება. ახალი ბურთი პირველად სწორედ ამ მატჩებში გამოიყენება, იქამდე კი გუნდებს ის ვარჯიშზე მიეცემად დასატესტად.

0.103991