ფეხბურთი

11:25 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

,,პსჟ" მარკუს რაშფორდს კვირაში 850 000-იან კონტრაქტს სთავაზობს

ფრანგული ,,პარი სენ-ჟერმენი" მარკუს რაშფორდის შეძენით დაინტერესებულია და მზადაა ინგლისელი შემტევი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.



Mirror-ის ინფორმაციით, ,,პსჟ" მზადაა მარკუს რაშფორდს კვირაში 850 000 ფუნტი გადაუხადოს, მათ შანსებს კი ის ზრდის, რომ 25 წლის შემტევს მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს.

,,პსჟ"-ს გარდა რაშფორდის სიტუაციას მიუნხენის ,,ბაიერნი" და ,,რეალ ბეტისიც" აკვირდებიან, თუმცა ეს გუნდები ინგლისელი ახალგაზრდა შემტევისთვის დაახლოებით 500 000-ის გადახდას გეგმავენ. ვერც ,,მანჩესტერ იუნაიტედი" ახერხებს ფრანგული კლუბის შემოთავაზებასთან მიახლოვებას, რის გამოც რაშფორდის ინგლისში გაჩერება შესაძლოა ,,წითელ ეშმაკებს" ძალიან გაუჭირდეთ.

რაშფორდმა ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა, სადაც ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. თავად რაშფორდმა მუნდიალი კარგად ჩაატარა და 3 გოლის გატანაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102626