„მანჩესტერ სიტი“ დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ხორვატიის ნაკრების მცველის, იოშკო გვარდიოლით ინტერესდება. ამის შესახებ Foot Mercato იტყობინება.
წყაროს თანახმად, ინგლისელები მზად არიან გერმანულ „ლაიფციგს“ 20 წლის ხორვატ ფეხბურთელში 100 მილიონი ევრო შესთავაზონ. თავის მხრივ გერმანული კლუბი მზადაა ახალგაზრდა ტალანტს ამ ფასის სანაცვლოდ შეელიოს.
გვარდიოლი აქამდეც ნიჭიერ მცველად მიიჩნეოდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ მისდამი ყურადღება კიდევ უფრო გაიზარდა.
იოშკო გვარდიოლი ზაგრების „დინამოს“ აღზრდილია, ხოლო „ლაიფციგში“ 2021 წლიდან თამაშობს. ხორვატიის ნაკრებში მას 17 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.