უძლეველმა ამერიკელმა ტერენს კრაუფორდმა რუსეთის დავიდ ავანესიანი მეექვსე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა და როჭოს წონაში (67 კგ) კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO) ტიტული შეინარჩუნა.
ბრძოლა კრაუფორდის მშობლიურ ომაჰაში (შტატი ნებრასკა) გაიმართა. მეექვსე დაუნდის მესამე წუთზე, ამერიკელმა მეტოქეს მარჯვენა ჰუკი აგემა და რინგზე უგონოდ დასცა. ეს მის პროფესიონალურ კარიერაში 39-ე ბრძოლა და ამდენივე გამარჯვებააა.
კრაუფორდი ქვე როჭოს წონაში (63.5 კგ) ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონია. როჭოს წონის ტიტული კი უკვე მეექვსედ დაიცვა. მან მეექვსე რაუნდში ავანესიანს ცაციათი რამდენიმე აპერ-კოტი აგემა, რითაც ძალა გამოაცალა. მერე კი, ცაციათი დარტყმას მარჯვენით ჰუკი მიაყოლა, რამაც ავანესიანი ძირს დასცა.
კრაუფორდმა ზედიზედ მეათე ბრძოლა მოიგო ნოკაუტით და ლონდონში მცხოვრები მეტოქის ექვსმოგებიანი სერია შეწყვიტა. ავანესიანისთვის ეს კარიერაში მესამე წაგებაა.
ამგვარად, კრაუფორდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის წონაში ერთ-ერთი უძლიერესია. ერთადერთი მოკრივე, ვისაც მისი ბატონობის დამხობა შეუძლია, ეროლ სპენს უმცროსია, ვისაც როჭოსავე წონაში, WBA-ის, WBC-ს და IBF-ის ტიტულები ეკუთვნის.
მათ შორის მოლაპარაკება წელს წარუმატებლად დასრულდა. სწორედ ამის შემდგ გადაწყვიტა კრაუფორდმა ავანესიანთან შეხვედრა. წელს ეს მისი ერთადერთი შეხვედრა იყო.
სპენსს პროფესიონალურ კარიერაში 28 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა მოიგო. მათგან 22 ნოკაუტით. მან WBA-ის ტიტული აპრილში მოიპოვა მას შემდეგ, რაც კუბელი იორდენის უგასი ტექნიკური ნაკაუტით (მათე რაუნდში) დაამრცხა.